LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იხურება თუ არა „პრაიმ შოუ“

1052

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „იმედის“ გადაცემა „პრაიმ შოუ“ შესაძლოა, ახალი სეზონიდან აღარ გავიდეს ეთერში. ამის შესახებ საუბრები იმიტომ დაიწყეს, რომ ცნობილი გახდა, „რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელები, დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია „იმედზე“ გადადიან თავისი გუნდის გარკვეულ ნაწილთან ერთად და მათ გასართობ სეგმენტს მთლიანად ჩააბარებენ. ეს არ არის დადასტურებული ინფორმაცია, ამის შესახებ საუბრები ჯერ მხოლოდ კულუარებში მიდის. თავად გიორგი ხაბურზანია შემდეგ კვირას გეგმავს ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც „იმედზე“ ახალი პროდიუსერები მივლენ, სხვა გასართობი გადაცემებისთვის ადგილი აღარ დარჩება და მათ შორის იქნება „პრაიმ შოუც“.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ნოე სულაბერიძეს დავუკავშირდით, რომელმაც განგვიცხადა, რომ პირველად ჩვენგან გაიგო ამ ჭორის შესახებ და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა – „რა სისულელეა. ასე რომ იყოს, მაშინ გეტყოდი, არ ვიცი-მეთქი. „პრაიმ შოუ“ არ დაიხურება!..“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები