LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილჰამ ალიევი სერჟ სარგსიანს ხვდება

44

ჟენევაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის შეხვედრა დაიწყო.

ინფორმაცია „რია ნოვოსტის“ ორი ქვეყნის პირველი პირების პრესმდივნებმა, აზერ გასიმოვმა და ვლადიმერ აკოფიანმა, დაუდასტურეს.

ალიევი და სარგსიანი ერთმანეთს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ინიციატივით ხვდებიან. შეხვედრის თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაა.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები იგორ პოპოვი (რუსეთი), რიჩარდ ჰოგლანდი (აშშ) და სტეფან ვისკონტი (საფრანგეთი) არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები