LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილჰამ ალიევი შესაძლოა, სერჟ სარგსიანს შეხვდეს

85

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, შაბათს ბაქოში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდება და მთიანი ყარაბაღის საკითხზე სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შესაძლო შეხვედრაზე იმსჯელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მე ვთვლი, რომ მოლაპარაკებების ფორმატი უნდა განახლდეს. რამდენიმე დღეში მე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ელჩებს შევხვდები და ჩვენ მომდევნო მოლაპარაკებებზე და პრეზიდენტების დონეზე შესაძლო შეხვედრაზე ვიმსჯელებთ,“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს განცხადება ალიევმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები