LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილჰამ ალიევმა ცოლი, მეჰრიბან ალიევა პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა

1414

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საკუთარი ცოლი მეჰრიბან ალიევა ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა, ამის შესახებ აზერბაიჯანის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, პირველი ვიცე-პრეზიდენტი საკუთარ თავზე იღებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, თუ პრეზიდენტს ვალდებულებების შესრულება არ შეუძლია.

გასული წლის სექტემბერში აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებასაც ითვალისიწნებდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები