LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე : 9 აპრილს აქციის მონაწილეებისთვის დაშლისკენ არ მომიწოდებია

101

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბობს, რომ 9 აპრილის მონაწილეებისთვის დაშლისკენ არ მოუწოდებია, ილია მეორემ 28 წლის წინანდელი ამბები დღეს კიდევ ერთხელ, ქადაგებისას გაიხსენა.

”დღეს არის 9 აპრილი, მწუხარების დღე. ამავე დროს სიხარულის დღეც არის. ჩვენმა ახალგაზრდებმა დიდი გმირობა გამოიჩინეს. დღეს რადიოთი მოვისმინე, რომ საქართველოს პატრიარქმა დაშლისკენ მოუწოდაო. მე დაშლისკენ არ მომიწოდებია. მე ვხედავდი ამ საშიშროებას და მოვუწოდე, რომ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში შესულიყვნენ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი, ვინც ამ მოვლენას შეეწირნენ”, – განაცხადა ილია მეორემ.

მან, ასევე, მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა.

”დღეს კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, რა ახლოს არის მწუხარება და სიხარული. ბზობის დღეს იესო ქრისტე, როგორც მეფე შევიდა იერუსალიმში. ერი ზეიმით ხვდებოდა მას და უგალობდა ”ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა”. რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ერი უღალატებს და იყვირებს ”ჯვარს აცვი ეგე”. ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიხარულს და არც მწუხარებას. ეს ყველაფერი მოვლენილია ღვთისგან. სიხარულსაც და მწუხარებასაც ადამიანმა უნდა გაუძლოს. სიხარული იცვლება მწუხარებით და მწუხარება იცვლება სიხარულით. ღმერთმა ინებოს სიხარული სუფევდეს აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე”, – განაცხადა ილია მეორემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები