LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე ბავშვებს: არასოდეს გაეკაროთ ნარკოტიკებს

52

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დიდი ნაწილი ბავშვებსა და ახალგაზრდებს დაუთმო.

პატრიარქმა ახალგაზრდების აღზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა იღებს ნარკოტიკს, რაც დიდი ცოდვაა.

პატრიარქმა ბავშვებს პირობა დაადებინა, რომ ისინი ნარკოტიკს არასოდეს გაეკარებიან.

„ჩვენი ახალგაზრდობა, უნდა ითქვას, სხვებთან შედარებით კარგი ახალგაზრდობაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ნაკლი – ვართ ზედმეტად ამაყები. ზოგიერთი ახალგაზრდა იღებს ნარკოტიკებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს. თანახმა ხართ? თქვით ერთად – თანახმა ვართ. თქვენ არ უნდა გასინჯოთ ეს საწამლავი. ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს და ამიტომ ყველას უნდა უთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი. დღეს მე მინდა ასევე შევეხო აღზრდას. თქვენ იცით, ამას წინათ დიდი უბედურება მოხდა, ახალგაზრდებმა მოკლეს ორი ახალგაზრდა. ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა“, – ბრძანა პატრიარქმა.

დღეს, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა სამებაში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღაცლინა. შეგახსენებთ, რომ წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები