LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე: ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია

114

დღევანდელ დღეს მსოფლიო საპატრიარქომ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“ჩვენმა ეკლესიამ გადაარჩინა ქართული სარწმუნოება, ქართული კულტურა, ქართული ენა და დამწერლობადღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს კლდესა ზედა ავაშენო ეკლესია ჩვენი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.დიდება უფალს, რომელმაც მოგვცა ჩვენ ეს უდიდესი საუნჯე, მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო, ძნელი წარმოსადგენია. ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია. ამ დღეს გადაწყდა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მართლმადიდებელი სარწმუნოება იყოს ჩვენი გზამკვლევი, ჩვენი გადამრჩენი“,- აღნიშნა პატრიარქმა.

დიდმარხვის პირველ კვირას, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს, კერძოდ ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები