LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე მოსკოვშია

40

ილია მეორე მოსკოვში იმყოფება, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რუსეთში მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნის შემდეგ გაფრინდა.

ილია მეორე მონაწილეობას მიიღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
უწმიდესთან ერთად მოსკოვში იმყოფებიან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მონაზონი ალექსანდრა იასიბაში.

20 ნოემბერს მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.

ამასთან, გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. საღამოს კი ქართულ დიასპორასთან პატრიარქის შეხვედრა გაიმართება.