LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე: პუტინს ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია

207

“მე მქონდა შეხვედრა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია”, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, მაია გოიკოვიჩთან შეხვედრისას განაცხადა.

საპატრიარქოში შეხვედრას ასევე ესწრებოდა სერბეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ ბულიატოვიჩი და საქართველოს ელჩი სერბეთში იოსებ ნანობაშვილი.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღნიშნა, რომ სერბეთსა და საქართველოს მსგავსი პრობლემები აქვთ და ასეთ ვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების თანადგომა ერთმანეთისადმი.

„ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი უფრო მეტად შეკრავს ურთიერთობას საქართველოსა და სერბეთს შორის. ჩვენ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ამიტომ, დახმარება და თანადგომა აუცილებელია.

მუდამ ასე ვერ გაგრძელდება და ეს უნდა იყოს გამოსწორებული საერთაშორისო ძალების მიერ. ვფიქრობ, ეს მომავალში შესაძლებელი გახდება“, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა. მან დალოცა სერბეთის რესპუბლიკის დელეგაცია და სერბ ხალხს წარმატება უსურვა.