ილია მეორე თბილისში 20 თებერვალს, საღამოს დაბრუნდება

71

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბერლინიდან თბილისში 20 თებერვალს საღამოს დაბრუნდება. მას აეროპორტში მრევლი და სასულიერო პირები დახვდებიან.

ილია მეორის გერმანელი ექიმი ამბობს, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადება.

„პატრიარქის მდგომარეობა დადებითია. ის თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება. ამ დროის მონაცემებით, ყველაფერი კარგად არის. უწმინდესი თავს კარგად გრძნობს“, – განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ექიმმა მარტინ შტრიკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები