LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

83

წილკანში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ჩავიდა. ილია მეორემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. ადგილზე იმყოფებიან პატრიარქის მოსაყდრე და სხვა სასულიერო პირები. ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს აღავლენს.

ტატუნაშვილის სახლთან იმყოფება ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული. სახლთან ასევე აღმართულია საქართველოს დროშა.

ამ დროისთვის წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდია. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიოჯახს უსამძიმრებენ. ადგილზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც.

არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს ქანდას სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები