LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორემ მილოცვა დედოფალ ელისაბედისგან მიიღო

48

საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, მისი აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით მილოცვა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედისგან მიიღო.

„სიამოვნებით ვუგზავნი თქვენს უწმინდესობას უთბილესი გრძნობებით სავსვე მილოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქად თქვენი აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით. დიდი სითბოთი ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას 2011 წელს ლონდონში, თქვენი ვიზიტის დროს. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა უფრო მტკიცდება. გიგზავნით ჩვენს საუკეთესო სურვილებს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას,“ – ნათქვამია მილოცვაში, რომელიც საზეიმო ლიტურგიაზე სვეტიცხოვლის ტაძარში წაიკითხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები