LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორემ ქადაგებისას სიმსივნურ დაავადებებზე ისაუბრა

48

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, საკვირაო ქადაგებაზე, კიბოსთან ბრძოლის საერთასორისო დღეს გამოეხმაურა.

პატრიარქმა ისურვა, რომ კაცობრიობამ ეს საშინელი სენი დაამარცხოს. მან ამ დაავადებისგან განსაკუთრებით ბავშვების განკურნება ისურვა.

“სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით არიან, ერთად დადიან. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა მწუხარებას ვგლოვობთ და ამას მოსდევს სიხარული. დღეს არის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. დაე, ინებოს უფალმა, რომ კაცობრიობამ დაამარცხოს ეს საშინელი სენი. ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ უფალს, რომ განკურნოს ჩვენი ბავშვები, ჩვენი შვილები ამ საშინელი სენისგან”, – განაცხადა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ სიონის საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული.

წმინდა ნაწილები სიონის ტაძარში ხვალამდე დარჩება, შემდეგ კი ქაშუეთის ტაძარში გადააბრძანებენ. ქაშუეთიდან კი ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ყაზბეგში წაიღებენ.

ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 2017 წლის 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილები საქართველოში მარტამდე დარჩება და ყველა ეპარქიას მოივლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები