LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორემ საპატრიარქოში იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მიიღო

61

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიის მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრები და საქართველოს ელჩი იტალიაში. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ისაუბრა საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ, ხაზი გაუსვა იტალიასთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობას და მადლობა გადაუხადა სტუმრებს საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის.

იტალიის პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნა ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ საქართველოს ცხოვრებაში და საქართველოსა და იტალიის კიდევ უფრო დაახლოებისა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები