LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილიას ზუროსი რჩება: განვაგრძოთ ბრძოლა მთავარი მიზნისთვის

51

ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. გასული ევრობასკეტის შემდეგ ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა და ბერძენ სპეციალისტთან ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ახალი კონტრაქტის ფარგლებში, ზუროსი საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.

”მოხარული ვარ, რომ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე კმაყოფილია, მეც და საქართველოს კალათბურთის ფედერაციაც. განვლილ ორ წელიწადში გავმართეთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები და ვიასპარეზეთ ევრობასკეტზე. მომდევნო ციკლი მსოფლიო თასის საკვალიფილაციო ეტაპებია. წინასწარ შეიძლება ითქვას – მძიმე სიტუაციაა, რადგან განახლებული გუნდით მოგვიწევს გამოსვლა. თუმცა მოხარული ვარ, რომ ახალ ციკლს ახალი იმედითა და კარგის მოლოდინით ვიწყებთ. არ გვეყოლება ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე, რომლებიც ბოლო წლებში გუნდს ძალიან ეხმარებოდნენ, თავს არ ზოგავდნენ. დავიწყებთ იმ რესურსით, რაც ჩვენს ხელთაა. იმედი მაქვს, სხვები ითამაშებენ, გვიჩვენებენ, რომ შეუძლიათ… ახლა, საჭიროა, ვიპოვოთ საუკეთესო კალათბურთელები საქართველოს ნაკრებისთვის, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ და გავუმჯობესდეთ თამაშიდან თამაშამდე. მნიშვნელოვანია ყველა ერთად დავდგეთ, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. მჯერა, ამ საკვალიფიკაციოზე წარმატებით თამაში შეგვიძლია, უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და განვაგრძოთ ბრძოლა მთავარი მიზნისთვის”, – განაცხადა ზუროსმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები