LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილიკო სუხიშვილის 110 წლისთავს კონცერტით აღნიშნავენ

73

27 და 28 იანვარს ქართული ცეკვის და ანსამბლ „სუხიშვილების“ მოყვარულებისთვის საინტერესო დღეები იქნება. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ორი კონცერტი გაიმართება. ორდღიანი ღონისძიება ილიკო სუხიშვილის დაბადებიდან 110 წლისთავის აღნიშნავს ეძღვნება.

„სუხიშვილები“ საკმაო ხანია, ქართველი მაყურებლის წინაშე არ წარმდგარა. ორთვიანი საგასტროლო ტურნეს შემდეგ ანსამბლი თბილისში ბრუნდება და მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარდგება.

ბილეთების შეძენა 13 იანვრიდან შეგიძლიათ საიტზე www.tkt.ge და თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები