LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილუზია არავის აქვს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ – კახა კალაძე

58

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი ნუცუბიძის მიკრორაიონებისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კახა კალაძემ ამომრჩეველს პროგრამის შვიდი მიმართულება გააცნო.

კახა კალაძის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში, ქალაქის ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას გეგმავს.

„ილუზია არავის აქვს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ და საერთოდ პრობლემა არ დარჩება. ეს ხომ შეუძლებელია, ეს არის 20-25 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემები. რაც შეგვეძლო, რითაც შეგვეძლო, დავამახინჯეთ ჩვენი დედაქალაქი და, მე მგონი, შედეგს ყველა სახეზე ვხედავთ. მაგრამ, თუ დღეს არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნება ქალაქის წინსვლა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.