LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ ინდივიდებს არ ვცვლით, რომელთა ხელითაც ხდებოდა ძალადობა – პრეზიდენტი

75

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამართალდამცველი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა. ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“როდესაც პროკურატურაში და სხვა სისხლის სამართლებრივ დევნის ორგანოებში იმ ინდივიდებს არ ვცვლით, რომელთა ხელითაც ხდებოდა ძალადობა, რანაირად უნდა მქონდეს იმედი, რომ გამოძიებული იქნება ზვიად გამსახურდიას საქმე, ზურაბ ჟვანიას საქმე, რაფალიანცის საქმე, მუხთარლის საქმე,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უვადოდ არის გადადებული სასამართლო სისტემის რეფორმა.

„არ შემიძლია, ზუსტად იგივე კონტექსტში არ შევეხო სასამართლო სისტემას. სასამართლო სისტემა მართლაც ძალიან რთულია რეფორმისთვის და ამას ერთ დღეში ვერ გააკეთებ, თუმცა საფუძვლის ჩაყრა სასამართლო სისტემის ცვლილებისთვის ჩვენი საერთო ვალდებულება იყო. ჩვენ უვადოდ გადავდეთ ეს პროცესი“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები