LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება – გიორგი კვირიკაშვილი

99

“ჩვენი ხელისუფლების პირობებში მედიაზე ზეწოლის შესახებ ბრალდებები სრული აბსურდია,”  – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, გამორიცხულია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს.

“მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მთელი გუშინდელი საღამო მიეძღვნა ამ თემატიკას. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ეს არის გამორიცხული. ხელისუფლება, რომელმაც მოიტანა ის, რომ პრაქტიკულად დღეები სჭირდება ახალი ტელევიზიის დარეგისტრირებას და ფუნქციონირების დაწყებას, ნამდვილად ვერ მივიღებთ ამ ბრალდებებს. იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება. გამორიცხულია, ასეთი რამ ხდებოდეს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას,” – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები