LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმ მუშების სიკვდილი ჩვენი ბრალია”

96

სოლიდარობის ქსელის წარმომადგენელი დავით ომსარაშვილი, სოციალურ ქსელში, ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება.

როგორც ის წერს, მაღაროელების გადაცვალება საზოგადოების ბრალია, რადგან იმ ადამიანების დაცვა ვერ შევძელით.

“სხვისკენ ტყუილად ვიშვერთ ხელს. იმ მუშების სიკვდილი ჩვენი ბრალია. ჩვენ არ მოვინდომეთ პრევენცია აქამდე. ვერ შევძელით წინასწარ დაცვა ადამიანების. სხვა სალაპარაკო თემები გვქონდა, სხვა საფიქრალი.

კანონშემოქმედებით თამაშებში ჩვენ ავყევით პარლამენტს. ჩვენ ვართ ჩუმად, როდესაც პოპულისტი პარლამენტარები კანონპროექტებს მხოლოდ იმიტომ ამუშავებენ რომ გამოჩდნენ. კანონები კანონებისთვის იწერება. არაკვალიფიციური პარლამენტარები ჩვენი სიცოცხლით თამაშობენ და დაგვცინიან.

დასაქმებულები არც ამის შემდეგ იქნებიან სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ. აქამდე იყვნენ ჩუმად. უახლოესი თანამშრომლები პირში წყალს იგუბებენ როცა მეორეს უჭირს.

ცხედრების თავზე დროშების ფრიალის ყურებით დავიღალე მე პირადად.

და ეს ყველაფერი უკვე დამკრძალავ რიტუალში გადაიზარდა.

ცოტახანი გაჩუმდით და შეიგრძენით ეს ტკივილი, ეს ტრაგედია. ცოტახანი ნუ ყვირით.

ხმა არავის გვაქვს ამოსაღები სინამდვილეში”, – წერს დავით ომსარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები