LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმ ქართველების ფოტოები უნდა გადავცეთ საელჩოებს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში შესვლა აეკრძალოთ”

44

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, თბილისში, აღმაშენებელის გამზირზე დაგეგმილ “ქართველთა მარშს” ეხმაურება.

მისი თქმით, ისინი, ვისაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები აწუხებს საქართველოში, საზღვრებს გარეთ არ უნდა გაუშვან.

“უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვისაც აწუხებს ქვეყანაში, ყველას სახელები და გვარები, ფოტოებით უნდა გადავცეთ საელჩოებს, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში შესვლა აეკრძალოთ! მათ ოჯახის წევრებსაც. მერე ვნახოთ რა აქციებს ჩაატარებენ”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

14 ივნისს, “ქართველთა მარში” იმართება. აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, ამ დრომდე ყველა არალეგალმა უცხოელმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

” 14 ივლისამდე ულტიმატუმი რომ ყველა არალეგალმა უცხოელმა(ირანელები,არაბები, აფრიკელები და ა.შ.)დატოვოს საქართველოს ტერიტორია! ეს არის ჩვენი პასუხი იმაზე,რომ 51 წლის ირანელმა ქართველი ბავშვები (ბიჭები)გააუპატიურა! ჩვენ გავწმინდავთ ჩვენს ქუჩებს უცხოელი კრიმინალებისგან! ქართული საქართველოსთვის!”, – აცხადებენ ისინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები