LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ შავბნელი წარსულიდან, ასეც რომ ყოფილიყო, თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ – გიგა ბოკერია

43

“თქვენი ვერსიით, იმ შავბნელ წარსულში მართლაც ისე რომ ყოფილიყო, რომ ყველა დაეჭირათ, მათ შორის მუსიკის მასწავლებელი, აქედან თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ?!”- ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა გრძელდება.

“თქვენი ვერსიით იმ ცუდი წარსულიდან გამოსავალი არის უკან იმ დროში დაბრუნება, როცა თუ ახალგაზრდებს შორის ასეთი სისხლიანი გარჩევა მოხდება, ვისაც ახლობელი ჰყავს თანადებობის პირი, მას ხელი უნდა დააფარონ და არ უნდა დაისაჯონ?! ეს არის თქვენი დასკვნა?! თქვენი შეფასებით, ცუდი წარსულით ამართლებთ იმას, რომ თუკი სისხლიანი გარჩევა მოხდება, ვისაც ახლობელი ჰყავს პროკურატურაში იმას უნდა დაეფაროს ხელი და სხვები წავიდნენ ციხეში?! ეს არის თქვენი წინგადადგმული ნაბიჯი? ერთი წამი მაინც ხომ შეიძლება, რომ ეს პოლიტიკური კონკურენცია თუ სიძულვილი გვერდით გადადოთ,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ დადგინდა ახალი ფაქტები. კერძოდ დადგინდა, რომ გამოძიების ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები მ.კ.-სთვის ბრალის წარსადგენად, მკვლელობაში თანამონაწილეობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები