LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო – თემირლან მაჩალიკაშვილის მამა

36

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, უსწრაფესად მოხდეს საქმის გამოძიება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას ცდილობს. ის ამ დროისთვის პროკურატურას ნდობას უცხადებს, თუმცა თუ არ მოხდება დამნაშავეების დასჯა, პანკისის ხეობის მცხოვრებლები „სხვანაირად მოიქცევიან.“

მე სანამ სული მიდგას, ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს. მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს და მაგის სახე დამანახოს. ოპერაციის დაგეგმვიდან ბოლო წერტილამდე იმ ოთახშიმე მოვითხოვ ყველას დასჯას, როგორც მე, ასევე მთელი პანკისის ხეობა. ამ დროისთვის ვენდობი, თუ არ გაამართლა ეს ნდობა, მაშინ ალბათ სხვანაირად მოვიქცევი,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილ და შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობაში დღეს დაკრძალავენ. დაღუპულის ოჯახი მეორე დღეა, სამძიმარს იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები