LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმაში, რომ მასწავლებელი, ექიმი, მხარს მიჭერდა პირადად მე, დასაძრახი არაფერია”

86

თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საჯარო სამსახურის წარმომადგენლების, ან სხვა პირების არჩევნებში ჩართულობა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა დასაძრახი არ არის.

მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს შეხვედრების ჩატარების და აგიტაციის უფლება ყველას აქვს.

ეს განცხადება, კახა კალაძემ პრეზიდენტის კომენტარის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ის, რომ მასწავლებელი, ბაღის თანამშრომელი, ექიმი ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში და მხარს მიჭერდა პირადად მე და “ქართულ ოცნებას”, დასაძრახი და სიახლე არაფერია. ყველა ადამიანს აქვს უფლება და შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, დაესწროს შეხვედრებს, ჩაატაროს თუნდაც აგიტაცია და მე აქ არანაირ პრობლემას არ ვხედავ. თუ რაიმე დარღვევაა, ერთად გამოვიძიოთ. სიცრუეზე აკეთებ განცხადებებს, თან პრეზიდენტი, მე მგონი ცოტა არასწორია”, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა. მისი თქმით, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანების სამსახური არ უნდა იყოს პოლიტიკური არჩევანის რისკთან დაკავშირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები