LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი გვაქვს, ენგურჰესის პირველი აგრეგატის ჩართვას ხვალ დილისთვის შევძლებთ – დიმიტრი ქუმსიშვილი

34

იმედი გვაქვს, ენგურჰესის პირველი აგრეგატის ჩართვას ხვალ დილისთვის შევძლებთ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ენგურჰესზე ავარიის ადგილას ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.

“ენგურჰესზე ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სავარაუდოდ ხვალ დილისთვის შევძლებთ პირველი აგრეგატის ჩართვას, ხოლო შემდეგ სამ-ოთხ დღეში მთლიანად აღვადგენთ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეგახსნეებთ, გუშინ, 20 : 11 საათზე , ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური ავარიულად გამოირთო, რამაც ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები