LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმედი გვაქვს, ირანიდან დამატებით ინვესტიციებს მივიღებთ”

51

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ვიზიტად მყოფ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ და მუჰამედ ჯავად ზარიფმა საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გახსნეს, რომელშიც ირანული და ქართული კომპანიების 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ირანი  რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე  სერიოზული ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანაა.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ  ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მიღებას. განვიხილეთ  კონკრეტული მიმართულებები და ისეთი დარგები, როგორიც არის  წარმოება, ტრანზიტი,  ფარმაცეფტიკა, სოფლის მეურნეობა, ასევე   თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გამოყენება  ერთობლივი საწარმოების შექმნის საშუალებით და ა.შ. ეს  ის მიმართულებებია, სადაც  ყველაზე მეტ აქტივობებს უნდა ველოდოთ“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ  მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება.

„კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლები  არიან ჩამოსულები და შესაბამისად,   ვფიქრობთ, რომ უკვე რაღაც კონკრეტული შედეგები გვექნება. სამწუხაროდ,  ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ  მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები