LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს დეპუტატების კეთილგონიერების, რომ გულისყურით მოეპყრობიან ისტორიულ შანსს – ანა დოლიძე

127

“გთავაზობთ გამოსავალს, რომ გადავარჩინოთ ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენს წინაშეა,” – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წარდგენისას, პარლამენტში განაცხადა.

ანა დოლიძემ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს “ისტორიული შანსი” უწოდა.

“გადავარჩინოთ იმ ჩრდილისგან, რომელიც ადგას იმიტომ, რომ მხოლოდ ერთადერთი ავტორი და მხარდამჭერი ჰყავს, ეს არის მმართველი პარტია. რაც არ უნდა კარგი იყოს ეს პარტია და მისი მოტივაცია, გამოცდილება არ გვეუბნება იმას, რომ ეს მოიტანს კარგ შედეგს, ეს არის არასახარბიელო ვითარება, საიდან გამოსვლის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს დღევანდელი მოტივირებული შენიშვნები. მე იმედი მაქვს საქართველოს პარლამენტის წევრების კეთილგონიერების, რომ ისინი გულისყურით მოეპყრობიან ამ შენიშვნებს, ამ ისტორიულ შანსს, რომელიც თქვენს წინაშეა წარმოდგენილი,” – განაცხადა ანა დოლიძემ.