LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, პრეზიდენტმა პოროშენკომ კიევიდან თან პირსახოცი და საპონი წაიღო – მიხეილ სააკაშვილი

74

“იმედი მაქვს, პრეზიდენტმა პოროშენკომ კიევიდან თან პირსახოცი და საპონი წაიღო, შემდგომში გართულებებს თავი რომ აარიდოს,” – ამ განცხადებას ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, facebook-ის საკუთარ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშორებით აკეთებს.

„მიხარია, რომ პრეზიდენტი პოროშენკო, როგორც იქნა, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გაემგზავრა. ურთიერთობები უნდა განვითარდეს, როგორებიც არ უნდა იყვნენ დღევანდელი ლიდერები. არ ვიცი, იცის თუ არა პეტრო პოროშენკომ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრა უცხოელი სტუმრების მიღებასთან დაკავშირებით ფულის გაფლანგვაზე და ბრალდებებს შორის ასევე ფიგურირებს „ვიქტორ იუშენკოს აბანოს მომსახურება 28 ევროს ოდენობით“. ასე რომ, იმედი მაქვს, პრეზიდენტმა პოროშენკომ კიევიდან თან პირსახოცი და საპონი წაიღო, შემდგომში გართულებებს თავი რომ აარიდოს“,   – წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმყოფება. ის  საქართველოში მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად  გუშინ საღამოს ჩამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები