LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, რომ რაღაც მომენტში დაბრუნდები – დონალდ ტრამპი ნიკი ჰეილის

79

ნიკი ჰეილიმ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ მითხრა, რომ წლის ბოლოს დატოვებდა გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტს, რომ მას შესვენება სჭირდება. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნიკი ჰეილისთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ცნობილი გახდა ნიკი ჰეილის გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტიდან გადადგომის შესახებ. „ამ წლის ბოლოს ნიკი ჰეილი დატოვებს თავის თანამდებობას. თუმცა, ჩვენ მუდმივად გვექნება კავშირი ერთმანეთთან. ნიკიმ შესანიშნავი სამუშაო განახორციელა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უთხრა ნიკი ჰეილის, რომ იმედი აქვს, ის დაბრუნდება მის ადმინისტრაციაში. „იმედი მაქვს, რომ რაღაც მომენტში დაბრუნდები. შეგიძლია შენით აირჩიო თანამდებობა“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ნიკი ჰეილის.

თავის მხრივ გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას არ წარადგენს და არჩევნებზე მხარს დონალდ ტრამპს დაუჭერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები