LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, სასამართლო არ მიიღებს ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას – მუსტაფა ემრე ჩაბუქი

82

იმედი მაქვს, საქართველოს სასამართლო არ მიიღებს ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ დემირელის კოლეჯის მენეჯერმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩაბუქი დღეს Amnesty International-ის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო. აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან აფგან მუხთარლისთან ერთად, მისი საქმე ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის კატეგორიაში მოხვდა.

“Amnesty International არის ადამიანის უფლებების კუთხით ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაცია. მინდა მადლობა გადავუხადო, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს საქართველოში. ის ჩემი ძალიან დიდი მხარდამჭერი იყო სახალხო დამცველის აპარატთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. დაკავების პერიოდი დასრულდა, მაგრამ სასამართლო გრძელდება.
იმედი მაქვს, საქართველოს სასამართლო არ მიიღებს ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას. მჯერა, რომ საქართველო არის დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა და თავის გადაწყვეტილებაშიც იქნება თავისუფალი”, – განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები