LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედია, ჩვენი სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება – ოთარ კახიძე ჩაბუქის საქმეზე

75

“იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება,”- აღნიშნულის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ, ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის ექსტრადირების მოთხოვნაზე სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.

ოთარ კახიძეს იმედი აქვს, რომ სასამართლო იხელმძღვანელებს როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სტანდარტებით და გადაწყვეტილებას ისე გამოიტანს.

“თუ არ აღმოჩნდა ასე და ჩვენი მართლმსაჯულება ვერ პასუხობს შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს, ადვოკატს ექნება შესაძლებლობა, რომ მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და დროებითი ღონისძიების გამოყენება მოთხოვოს,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები