LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედია, დღევანდელ შეხვედრას დაესწრება ახალი მთავარი პროკურორიც – ზაზა სარალიძე

78

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე იმედოვნებს, რომ პროკურატურაში დღევანდელ შეხვედრას მთავარი პროკურორიც დაესწრება. სარალიძე, მისი ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე და სახალხო დამცველის წარმომადგენლები საგამოძიებო უწყებაში შეხვედრაზე შევიდნენ, თუმცა მათთვის კონკრეტულად უცნობია, ვინ დაესწრება შეხვედრას მთავარი პროკურატურის მხრიდან.

“ეს შეხვედრა იყო ჩანიშნული 7 ივლისს, თუმცა მაშინ 10 დღის ვადა ითხოვეს კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. შევხვდები ალბათ იმ პირებს, ვინც წინა შეხვედრას ესწრებოდნენ – საქმის პროკურორები, ახალი პროკურორები, მთავარი პროკურორის მოადგილე. იმედია, დღევანდელ შეხვედრას დაესწრება ახალი მთავარი პროკურორიც,”- განაცხადა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა, რომ მას და მის მეუღლეს უსმენდნენ. ამ დროისთვის სარალიძისთვის უცნობია მოსმენის კონკრეტული დეტალები, მათ შორის პერიოდი და აცხადებს, რომ პროკურატურაში დღევანდელ შეხვედრაზე ამ კითხვებს აუცილებლად დასვამს.

“რა კითხვებიც 7 ივლისს დავსვი, ზუსტად იმ კითხვებზე უნდა მივიღო პასუხები. ერთ-ერთი კითხვა ეხება იმას, რომ ინციდენტში მონაწილე ბავშვებისგან არცერთის ტელეფონი არ იყო ამოღებული და არცერთის სატელეფონო საუბრები არ იყო მოსმენაზე დასმული. როგორც გავარკვიე, თურმე მე და ჩემ მეუღლეს ოფიციალურად გვისმენდნენ. ამ კითხვაზეც უნდა მივიღო პასუხი, თუ რომელ პროკურორს მოუვიდა თავში ეს იდეა და რა ბრალდებით იშუამდგომლა მოსამართლესთან მოსმენის განსახორციელებლად,” – აცხადებს სარალიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები