LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედია, დიალოგი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორიც საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა იყო – გიორგი აბაშიშვილი

57

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი, იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის პროცესი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორც საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა იყო.

ამ განცხადებით გიორგი აბაშიშვილი უმრავლესობისა და ოპოზიციის დღეს დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მოხდა გარკვეულწილად გადაფასება და აღიარება იმ შეცდომების, რომელიც დიალოგის არქონას უკავშირდება. შესაბამისად, ჩიხიდან გამოსვლის გზა და პირველი ნაბიჯები იქნა შემოთავაზებული. ეს მისასალმებელია. გამოვთქვამთ იმედს, რომ დიალოგის პროცესი დაემყარება კონსენსუსის მიღების იმედს. იმის გათვალისწინებით, რომ უახლოესი წარსული არ იძლევა ნდობის მაღალ რესურსს, იმედს გამოვთქვამთ, რომ დიალოგის პროცესი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორც საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა იყო,” – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტში, დღეს, 17:00 საათზეა ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები