LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედია საღამოს ვიზეიმებთ: დავით ნარმანიამ ხმა საქმის გამკეთებელს მისცა (ვიდეო)

89

„მე დღეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი გავაკეთე. არჩევანი გავაკეთე იმის მიხედვით თუ ვინ არის რეალურად საქმის გამკეთებელი, ვის აქვს ისეთი პროგრამა, რომელიც შეძლებს დაწყებული კარგი საქმეების გაგრძელებას და ახალი ინიციატივების განხორციელებას. იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს ვიზეიმებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საარჩევნო უბანზე ყოფნისას.

ნარმანიამ საკუთარი მოღვაწეობაც შეაჯამა:

„დილით ადრე ვიწყებდი მუშაობას, მთელი დღე ვმუშაობდი და გვიანობამდე არ ვიძინებდი, რათა ბევრი კარგი პროექტი მომესწრო“, – აღნიშნა მერმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნარმანიას თქმით, მის მიერ შემოხაზული კანდიდატის გვერდით იდგება.

“მე მხარს დავუჭერ მას პროექტების განხორციელებაში”, – აღნიშნა ნარმანიამ.

დავით ნარმანიამ ხმა ნომერ 1 საარჩევნო უბანზე მისცა.

თბილისის ჯერ კიდევ მოქმედი მერი არჩევნებზე მეუღლესთან ერთად გამოცხადდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები