LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმედის” ჟურნალისტმა ტელევიზია საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ დატოვა

481

გადაცემა „იმედის კვირის“ ჟურნალისტმა მართა არდაშელიამ ტელევიზია “იმედი” დატოვა. ჟურნალისტი ამ ეტაპზე დეტალებზე მედიასთან არ საუბრობს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის არ არის ერთადერთი, ვინც „იმედში“ საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ სამსახურიდან წამოვიდა.

საგანგებო რეჟიმის გამოცხადებამდე, 10 ოქტომბერს ტელეკომპანია “იმედი” ასევე დატოვა ქრონიკის წამყვანმა თამარ ჩიხლაძემ და გადაწყვეტილების მიღების მიზეზად არხის სარედაქციო პოლიტიკა დაასახელა.

30 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“გაავრცელა განცხადება, რომ ტელევიზია საგანგებო რეჟიმზე გადადის. საგანგებო რეჟიმზე გადასვლის მიზეზად დასახელებული იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ხიფათი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, გამარჯვების შემთხვევაში დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობის“ „დანაშაულებრივი რეჟიმი“, რომელიც „ძალადობას, ბიზნესის წართმევას, ტელევიზიაში შეჭრას“ ისევ „რეალობად აქცევს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები