LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერელი მეწარმე რეგიონში ღვინის ტურიზმის განვითარებას ცდილობს

38

იმერელი მეწარმე ზურაბ ღვალაძე რეგიონში ღვინის ტურიზმის განვითარებას ცდილობს. მისი თქმით, იმერეთის პოპულარიზაცია ღვინის მიმართულებით ნაკლებად ხორციელდება.

”ბევრმა არც კი იცის, რომ არსებობს იმერული ღვინოებიც. მთელი ყურადღება კახეთისკენაა მიპყრობილი.  ამიტომ ვცდილობ, იმ ტურისტებს, რომლებიც იმერეთში ხვდებიან გავაცნო ჩვენი ადგილობრივი წარმოების ღვინოები”, -აღნიშნა ზურაბ ღვალაძემ.

როგორც იმერელმა მეწარმემ ”ფორტუნას” განუცხადა, მას  საოჯახო ტიპის მარანი აქვს, სადაც ამ ეტაპზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და   ტურისტული სეზონისთვის უკვე განახლებული სახით შეძლებს,  მსურველების გაუმასპინძლდეს.  ღვალაძის თქმით, ის ღვინის 2 სახეობას აწარმოებს: ციცქა-ცოლიკოურსა და ცოლიკოურს. ღვინის რეალიზაცია კი ძირითადად ადგილზევე,  იმერეთში ხორციელდება.

”მაქვს 2500  ძირამდე ვაზი, წლიურად კი 7-8 ტონა ყურძენს ვკრეფ. ჯამში 4-5 ტონამდე ღვინოს ვაწარმოებ. ჩემი ღვინის ძირითადი მომხმარებელი მაინც ქუთაისის მოსახლეობაა, თუმცა ღვინის რეალიზაცია თბილისის რამდენიმე მაღაზიაშიც ხორციელდება”, – აღნიშნა იმერელმა მეწარმემ.

ცნობისთვის, ზურაბ ღვალაძის ღვინის მარანი ტურისტებს 2011 წლიდან ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები