LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთის რეგიონის ბრენდინგი იგეგმება

69

იმერეთის რეგიონის ბრენდინგი იგეგმება – სწორედ ამ მიზნით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ უცხოელ ექსპერტებს იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო და ასევე, მათ ამ მიმართულებით არსებული დეტალური ინფორმაციის მიწოდებაც დაჰპირდა.

მსოფლიო ბანკის ექსპერტები ამ ეტაპზე სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც რეგიონის ბრენდინგი მოხდება და ტურიზმის სტიმულიურების მიზნით, კერძო სექტორისთვის სამოქმედო გეგმა შეიქმნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები