LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთში ძლიერი ქარია, დაზიანდა ინფრასტრუქტურა

32

ძლიერმა ქარმა, იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურა დააზიანა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში 15-მდე მრავალსართულიან კორპუსს, სახელოვნებო სკოლას, სკოლამდელ დაწესებულებას და დაბა კულაში ადმინისტრაციულ ცენტრს სახურავები აქვს გადახდილი. ასევე, მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტროსადენები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ძლიერმა ქარმა სოფელ დიდ ჯიხაიში გაზის მთავარი მაგისტრალიც დააზიანა, ამ ეტაპზე უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და სავარაუდოდ გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.
სტიქიის შედეგებს ადგილზე იმერეთის გუბერნატორის მოადგილე პაატა ნადირაძე გაეცნო და საგანგებო ჯგუფებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები