LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IMF-მ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა

72

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიურ დინამიკას ხედავს. ფონდმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3.5%-დან 4.3 %-მდე გაზარდა. ამასთან, ფონდმა გაზარდა მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც. IMF 2018 წელს საქართველოში 4,2%-იან ზრდას ელოდება.

„საქართველოს ეკონომიკური პროგრამა შთამბეჭდავად დაიწყო. ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორების მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შეუწყო ხელი. 2017 წლის ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტამდე გავზარდეთ, უწინ ნავარაუდევი 3.5 პროცენტის ნაცვლად. ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობდა ექსპორტი, ტურიზმი და ინვესტიციები. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წელს შემცირდება მშპ-ს 10.4 პროცენტამდე, 2016 წლის 12.8 პროცენტთან შედარებით. საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას დაგეგმილი რეფორმების განხორციელებით, რაც ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების, მწარმოებლურობის და ექსპორტის კონკურენტულობის ზრდას“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სავალუტო ფონდის მიერ ახალი პროგრამის პირველი მიმოხილვა ნოემბერში დამტკიცდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები