LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმგზავრებს თუ არა ავტობუსით მერობის შემთხვევაში და რა ელის “სითი-პარკს“ – ინტერვიუ კახა კალაძესთან

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, მილანის ფეხბურთელი, „დოლჩე და გაბანას“ მოდელი, ენერგეტიკის მინისტრი და  ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დღეს  უკვე თბილისის მერობისთვის იბრძვის. საკუთარ შანსებსა და  დაგეგმილ პროექტებზე  ის „ფორტუნასთან“  საუბრობს.

  • „ფორტუნა“: რა არის თქვენი უპირატესობა,  რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი თბილისის მოსახლეობამ თქვენზე? 

კახა კალაძე:  ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო ადამიანი და ყველაფერი მას შემდეგ არის, მე ჩემს თავზე გამიჭირდება საუბარი,  მირჩევნია, ამაზე გუნდმა და ხალხმა ისაუბროს.

 

ყველა  სოციალური პროგრამა გაგრძელდება.

 

  • რა არის თქვენი მთავარი საარჩევნო დაპირება?  

კახა კალაძე:  ქალაქი ვითარდება, თბილისი  წინ მიდის და ბუნებრივია, მოსახლეობა უფრო მეტს ითხოვს. ჩვენი ქალქისთვის ისევე, როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, სხვა აქტუალურ პრობლემებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია, გადავჭრა დასაქმების საკითხი. მოსახლეობისთვის მტკივნეულია „სითი პარკის“  თემაც. ასევე  მწვავედ დგას ეკოლოგიის, საცობების პრობლემა.

 

ავტობუსით მგზავრობა სირცხვილი არ უნდა იყოს, ის უნდა გახდეს პოპულარული და კომფორტული  და  ამის პოპულარიზაციას პირველი მე გავაკეთებ.

 

  • როგორ აპირებთ ამ დაპირების შესრულებას და რა ვადაში?   

კახა კალაძე: სამუშაო ადგილების გაზრდისთვის აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება. ბიზნესის განვითარება უზრუნველყოფს,  ნაკლები სოციალურად დაუცველი და მეტი დასაქმებული ჰყავდეს ქვეყანას. საცობები არის სერიოზული პრობლემა, რომელიც აწუხებს ქალაქს. ამას სჭირდება სწორი მიდგომა და მხოლოდ ერთი პროექტით შეუძლებელია ამ  პრობლემის აღმოფხვრა . არჩევნების შემდეგ დაიწყება საპარკინგე ადგილებზე დაუყოვნებლივ მუშაობა,  ხოლო „სითი- პარკთან“ ხელშეკრულება სამართლებრივად იქნება განხილული.  4  წლის თავზე გვინდა, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა  რადიკალურად იყოს შეცვლილი.

 

ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო ადამიანი და ყველაფერი მას შემდეგ არის.

 

  • რას მიიჩნევთ დღეს  თბილისისთვის მთავარ პრობლემად?  

კახა კალაძე: აქტუალური პრობლემები, რომელიც დღეს გვაქვს, არის ეკოლოგია, ურბანული განვითარება, ტრანსპორტი , ჯანდაცვა და  სოციალური მიმართულებები.

 

ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება მერიის საქმიანობაში.  

 

  • როგორ და რა ვადაში  მოაგვარებთ ამ პრობლემებს?    

კახა კალაძე: საარჩევნო პროგრამა გაწერილია 4 წელზე და ყველა ის პროექტი, რომელიც იქ არის წარმოდგენილი, პოლიტიკის ყველა ძირითადი მიმართულება 4-წლიანი გეგმის ნაწილია. არსებული ბიუჯეტით შეუძლებელია დაგეგმილი პროექტების განხორციელება. თანხების მოსაზიდად  მოგვიწევს მუშაობა და ამაში  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც უნდა ჩავრთოთ.

 

მე ჩემს თავზე გამიჭირდება საუბარი,  მირჩევნია, ამაზე გუნდმა და ხალხმა ისაუბროს.

 

  • თქვენი არჩევის შემთხვევაში, როგორი იქნება მერიის საქმიანობა, რა კონკრეტულ აქტივობებს გეგმავთ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის?

კახა კალაძე: მე ყოველთვის ღია ვარ საზოგადოებისთვის,  ის სიყვარული, რომელსაც მე ხალხისგან ვიღებ, სწორედ ჩემი ჩემი ღიაობის  და უშუალობის დამსახურებაა და  ეს მომავალშიც გაგრძელდება.

 

აქტუალური პრობლემები, რომელიც დღეს გვაქვს, არის ეკოლოგია, ურბანული განვითარება, ტრანსპორტი , ჯანდაცვა და  სოციალური მიმართულებები.

 

  • დღეს თბილისისთვის რაც ყველაზე თვალშისაცემია, არის ტრანსპორტი – პარკირება და საცობები, გამწვანება და უნებართვო მშენებლობები. რა კონკრეტული გეგმა გაქვთ,  რა  ვადაში აპირებთ ამ საკითხების მოგვარებას?   

კახა კალაძე: ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე  და ამ მიმართულებით საჭიროა კომპლექსური მიდგომები და მრავალმხრივი პროექტების განხორციელება. ჩვენ ვაპირებთ ქალაქში არსებული 1400-მდე მცირე და საშუალო სკვერის  მოწესრიგება-რეაბილიტაციას.  ასევე, 12  დიდი პარკის  განვითარებას. ზოოპარკი გადავა თბილისის ზღვაზე, ხოლო  „მზიური“ ზოოპარკს საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება.  ეს იქნება ერთი დიდი, მწვანე სივრცე ქალაქის ცენტრში.  ამ პროექტების განხორციელება საკმარისი არ არის ეკოლოგიური მდგომარეობის მოსაგვარებლად. ამიტომ მერია მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექ-დათვალიერებასაც. ის ავადმყოფობები, რომლებიც მომრავლდა , პირდაპირ არის გამოწვეული არსებული ეკოლოგიური მდგომარეობიდან.

რაც შეეხება ტრანსპორტს, მომავალი 4  წლის განმავლობაში ვგეგმავთ, ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩავანაცვლოთ  700 თანამედროვე ევროპული ავტობუსებით. ავტობუსით მგზავრობა სირცხვილი არ უნდა იყოს, ის უნდა გახდეს პოპულარული და კომფორტული  და  ამის პოპულარიზაციას პირველი მე გავაკეთებ. დაგეგმილია მეტროს სრული რეაბილიტაცია,  როგორც ვაგონების, ასევე სადგურებისაც. საცობების მხრივ დეტალური შევისწავლით მთელი ქალაქს  და დაიდება კონკრეტული პროექტი, თუ რამდენი ხიდი ან ესტაკადა უნდა აშენდეს. ქალაქში გამოკვეთილია  10 საპარკინგე ადგილიც  და არჩევნების შემდეგ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. რაც შეეხება მშენებლობებს, მინდა, იცოდნენ დეველოპერებმა, რომ  ჩემი მერობის დროს არ მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, ისტორიულ უბნებში და მწვანე საფარის ხარჯზე.

 

მინდა, იცოდნენ დეველოპერებმა, რომ  ჩემი მერობის დროს არ მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, ისტორიულ უბნებში და მწვანე საფარის ხარჯზე.

 

  • როგორი იქნება თქვენი სოციალური პოლიტიკა, რას გეგმავთ ცალკეული სამიზნე ჯგუფებისთვის? 

კახა კალაძე: თბილისის ადაპტირება არის ძალინ მნიშვნელოვანი და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პროგრამები და მიმართულებები გვაქვს, რომლებსაც  სოციალური პოლიტიკის განხილვის დროს ვრცლად გავშლით. ზოგადად ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება მერიის საქმიანობაში.  მიუხედავად ხელისუფლების მიერ განხორციელებული არაერთი პროექტისა, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის გვერდში დგომა სჭირდებათ. შესაბამისად,  ყველა  სოციალური პროგრამა გაგრძელდება.

 

არსებული ბიუჯეტით შეუძლებელია დაგეგმილი პროექტების განხორციელება. თანხების მოსაზიდად  მოგვიწევს მუშაობა და ამაში  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც უნდა ჩავრთოთ.

 

  • თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, დანარჩენ კანდიდატებს შესთავაზებთ თუ არა თანამშრომლობას  და  პირველ რიგში რომელს? ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად?  

კახა კალაძე: მე ვარ აბსოლუტურად ღია. რაც შეეხება მომავალ თანამშრომლობას,  ყველა ადამიანს თუ  რაიმე სასიკეთო გააჩნია ამ ქალაქისთვის, შეუძლია, მობრძანდეს, განვიხილოთ პროექტები  და განვახორციელოთ.

 

ის სიყვარული, რომელსაც მე ხალხისგან ვიღებ, სწორედ ჩემი ჩემი ღიაობის  და უშუალობის დამსახურებაა.

 

  • მსოფლიოში თქვენი  საყვარელი ქალაქი რომელია (თბილისის გარდა)?  რატომ, რა ნიშნით გამოარჩიეთ და თუ გეგმავთ, რომ თბილისი მას დაემსგავსოს?

კახა კალაძე: მე ბევრ ქალაქში ვარ  ნამყოფი, ნაცხოვრები და ბევრია ასეთი ქალაქი. თუმცა, ჩემთვის თბილისს აქვს თავისი განსაკუთრებული ხიბლი, თავისი განსაკუთრებული ტრადიციებით, წარსულით და მე მჯერა, რომ ეს ქალაქი მალე სიცოცხლით სავსე იქნება.

 

 

თამუნა გოგუაძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები