LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმიჯშეცვლილ მაგდა ვასაძეს ვერ იცნობთ – მან ბედი „იქს ფაქტორში“ სცადა

108

მაგდა ვასაძე, რომელიც ქართველმა მსმენელმა პროექტიდან „ახალი ხმა“ გაიცნო და სტეფანესა და მაია დარსმელიძის გუნდში იყო, მას შემდეგ რამდენიმე პროექტში ვიხილეთ.

მაგდამ ახლახან იმიჯი შეიცვალა, თმა წითლად შეიღება და „იქს ფაქტორის“ შესარჩევ ტურზე გავიდა. როგორც ავთო აბესლამიძის პოსტიდან ირკვევა, ჟიურიმ მომღერალს ოთხი „კი“ უთხრა, რითაც მაგდამ შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლა.

მომღერალი ბენდთან ერთად სხვადასხვა კლუბში გამოდის და ამ მხრივ წარმატებული გახლავთ, თუმცა როგორც ჩანს, მაგდას დიდი სცენა მოენატრა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები