LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმოგზაურე და დაზოგე ფული: “ტელეგრაფი” გირჩევთ…

232

ზაფხულის დადგომასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება მოგზაურობა და დასვენება,რომელიც რასაკვირველია საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებულირა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ხარჯები შემცირდეს? ბრიტანული გამოცემა The Telegraph გვთავაზობს რამოდენიმე  იოლ ნაბიჯს მოგზაურობის დროს ფულის დასაზოგად:

მოელაპარაკეთ

მოლაპარაკება ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა ფულის დასაზოგად, განსაკუთრებით თუ საქმე ტურ-ოპერატორებთან, სასტუმროებსა და აგენტებთან გაქვთ. ტურიზმ-ინდურსტრიის პროდუქტი დროში შეზღუდულია: ცარიელი სავარძელი თვითმფრინავში, რომელიც უკვე გაფრინდა, თავიდან ვერ გაიყიდება. ამიტომაც ყოველთვის სცადეთ მოლაპარაკება თქვენთვის სასურველი პირობებით, განსაკუთრებით მაშინ, თუკი რეისის განხორციელებამდე ცოტა დრო რჩება.

გადახედეთ საერთო სურათს

თუკი მოგზაურობას დამოუკიდებლად გეგმავთ, მას შემდეგ რაც გამგზავრებისა და დაბრუნების თარიღებს დააზუტებთ, აუცილებლად გამოიყენეთ რომელიმე ვებ-საიტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ საერთო სურათი თქვენს მიერ არჩეულ ვადებში თქვენთვის სასურველი მიმართულებით განსახორციელებელი ფრენების და მათი ფასების შესახებ. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებ-გვერდი Skyscanner.net.

აირჩიეთ არაპირდაპირი რეისი

შესაძლოა, სასაცილოდ მოგეჩვენოთ რჩევა, გაატაროთ რამოდენიმე საათი აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში მაშინ, როდესაც ამ დროში უკვე მიაღწევდით დანიშნულების ადგილს, მაგრამ თუ ფულის დაზოგვა გსურთ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. პირდაპირი რეისები ზოგადად უფრო ძვირია, ვიდრე არაპირდაპირი.

სწორად შეარჩიეთ თარიღი

უკეთესია, თუ შვებულების დროს მოგზაურობას აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში დაგეგმავთ. ამ დროს ტურისტული სეზონის დანარჩენ პერიოდთან შედარებით ყველაფერი იაფია.

აირჩიეთ ოქტომბერი

ზაფხულში დასვენების მაგიერ ოქტომბერში დასვენება ძალიან ჭკვიანურია. ფასები საგრძნობლად დაბალია, ამინდები კი როგორც წესი, ჯერ კიდევ კარგია.

გამოიყენეთ ფასების შესადარებელი ვებსაიტები

აღნიშნული ვებ-გვერდები გვთავაზობენ ერთი და იგივე სერვისის მიმწოდებელთა ფასების შედარების შესაძლებლობას და ამიტომ მათ ნამდვილად შეუძლიათ დაგეხმარონ ფულის დაზოგვაში.მიუხედავად ამისა, ფასის გარდა აუცილებლად დააკვირდით იმასაც, თუ რა შედის სერვისში, რადგან კომპანიების ნაწილი ფასის დაკლებასთან ერთად ვალდებულებასაც ნაკლებს იღებს საკუთარ თავზე.

შეამოწმეთ IT-ის ფასი

IT ნიშნავს ინკლუზიურ ტურს, რომელიც გრძელვადიანი ფრენის დროს  მოიცავს  არა მხოლოდ ბილეთს, არამედ სასტუმროში განთავსებას და ავტომობილის დაქირავებას. შესაძლოა ამ მომსახურებით სარგებლობა უფრო იაფიც იყოს, ვიდრე მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთის შეძენა.ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის და საიდან გააკეთებთ ჯავშანს.

თავიდან აირიდეთ ზედმეტი და უსარგებლო ფუფუნება

თუ ფულის დაზოგვა გსურთ, თვითმფრინავში ადგილებისთვის პრიორიტეტის მინიჭება და განსაკუთრებულ ადგილებში  გადახდა არ ღირს. ამან შესაძლოა საკმაოდაც გაზარდოს ფრენის ძირითადი ღირებულება.

შეამოწმეთ ბარგის წონა

მიუხედავად იმისა მხოლოდ ერთი ხელჩანთით მგზავრობთ თუ ჩემოდნით, შეამოწმეთ კონრეტული ავიაკომპანიის მიერ მითითებული უფასოდ გადასაზიდი ბარგის დასაშვები რაოდენობა და დარწმუნდით, რომ თქვენი ბარგის წონა მაქსიმალურ ზღვარზე დაბალია. იმ შემთხვევაში,თუ თქვენ უფრო მეტი ბარგი აღმოგაჩნდებათ,სპეციალური გადასახადის გადახდა მოგიწევთ,რომელიც ზოგ შემთხვევაში საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს.

თან წაიღეთ საჭმელი

ავიაკომპანიები კვების სერვისს არცთუ ისე იაფად გვთავაზობენ. ოთხი წევრისაგან შემდგარ ოჯახს სენდვიჩებსა და ცივ სასმელში ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 30 ევროს დახარჯვა მოუწევს.უმჯობესია თან წაიღოთ საკუთარი საკვები.რასაკვირველია ისეთი,რომლის თვითმფრიბნავში ატანაც აკრძალული არ არის.

დააზუსტეთ Wi- Fi-ს ფასი

როგორც წესი, სასტუმროების უმეტესობა კლიენტებს უფასო ინტერნეტს სთავაზობს, მაგრამ სჯობს თავი დაიზღვიოთ და დააზუსტოთ ეს სერვისი თქვენთვის სასურველ სასტუმროშიც უფასოდაა თუ არა ხელმისაწვდომი.

თვითონ დაგეგმეთ ექსკურსიები

იმ შემთხვევაში, თუ ტურ-ოპერატორის მიერ დაგეგმილ ტურს გამოიყენებთ, ბუნებრივია გადახდა მოგიწევთ. თუმცა თუკი თავად დაგეგმავთ მარშრუტებს სასურველი ღირსშესანიშნაობებისკენ და არც  გიდს იახლებთ თან, თქვენი ხარჯები საგრძნობლად შემცირდება.

იარეთ ფეხით

შეგიძლიათ შერჩეული მარშრუტი სეირნობით დაფაროთ. ეს სასარგებლო იქნება როგორც თქვენი ჯანმრთელობის, ასევე თქვენი ჯიბისთვისაც. დიდი ქალაქების უმეტესობა საკმაოდ კომპაქტურია და გადაადგილების დროს საცობშიც შეიძლება მოყვეთ, ასე რომ სჯობს უცხო ქალაქი დაათვალიეროთ სეირნობის დროს, ასე არც ერთი საინტერესო კუთხე არ გამოგრჩებათ.

სასტუმროს ბარის ნაცვლად ესტუმრეთ კაფეებს

თუკი დალევას გადაწყვეტთ,უმჯობესია ჩვეულებრივ კაფეში ან ბარში შეიაროთ, რადგან სასტუმროს მინი-ბარში ჩვეულებრივი მინერალური წყალიც კი ბევრად ძვირი ღირს,ვიდრე სასტუმროს გარეთ. უპირატესობა ადგილობრიოვ ღვინოებს მიანიჭეთ, ისინი ყოველთვის უფრო იაფია.

საუზმობაც, ისევე როგორც სადილობა და ვახშმობა ჩვეულებრივ კაფეებსა და რესტორნებში უფრო იაფია, ვიდრე სასტუმროში

დალიეთ ონკანის წყალი

ბოთლებში ჩამოსხმული მინერალური ან ჩვეულებრივი სასმელი წყალი ერთი შეხევდით ძვირი არ არის, მაგრამ მთელი მოგზაურობის დროს მაინც საკმაო ხარჯია.სჯობს უპირატესობა მიანიჭოთ  ონკანის წყალს. ბუნებრივია თუ ისეთ ქვეყანაში არ იმყოფებით,სადაც ონკანის წყალი სასმელად უვარგისია.

მიირთვით ლანჩი

ლანჩის დროს თითქმის  ყველა კაფესა და რესტორანში შეხვდებით განსაკუთრებულ შემოთავაზებას, ე.წ. ”დღის კერძს”, რომელიც იმ დღეს განსაკუთრებით დაბალ ფასადაა შემოთავაზებული.

დალიეთ ბართან

თითქმის ყველა ევროპულ კაფეში ბართან დალევა უფრო იაფია, ვიდრე მაგიდასთან. მაგალითად რომის კაფეებში ესპრესოს ბართან დალევა მხოლოდ €1 დაგიჯდებათ,ხოლო თუ იმავე ესპრესოს მაგიდასთან მიირთმევთ,მისი ფასი at €3.5-ს მიაღწევს.

გამოიყენეთ სამოგზაურო დაზღვევა

ეს საშუალებას მოგცემთ მოულოდნელ უსიამოვნებებს მშვიდად შეხვდეთ.

გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები