LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმოგზაურეთ მარტო: 10 მიმართულება, რომელზეც აქამდე არ გიფიქრიათ

207

ვისაც მარტო მოგზაურობის გამოცდილება არ აქვს, შესაძლოა ამგვარი წამოწყება უცნაურად და სახიფათოდ მოეჩვენოს, არადა სინამდვილეში, „დამოუკიდებელ ტურიზმს“ ბევრი უპირატესობა აქვს, რადგან სოლო-ტურების მოყვარულთა მტკიცებით, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა რეალობის დავიწყების და სრულფასოვანი დასვენების საუკეთესო საშუალებაა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მარშრუტს საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად.

ოკლენდი, ახალი ზელანდია – თავისი მთებით და ტყეებით, მყინვარებით და პლჟებით – ახალი ზელანდია სამოთხეა ეკო-ტურიზმის მოყვარულთათვის, ოკლენდი კი – ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი, რომელსაც ძვირადღირებული იახტების სიმრავლის წყალობით ხშირად „იალქნების ქალაქსაც“ უწოდებენ. ასე რომ, თუ გეზი ახალი ზელანდიისკენ აიღეთ, დარწმუნებული იყავით, რომ გასართობი არ მოგაკლდებათ.

ჰილო, ჰავაის კუნძულები – მართალია, შეერთებულ შტატებში უამრავი ადგილია, სადაც გართობასაც შეძლებთ და არც მარტოს მოგწყინდებათ, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი მაინც ჰავაის კუნძულებია, სადაც აუცილებლად მოძებნით „თავშესაფარს“ საკუთარი ფიქრებისთვის. მოინახულეთ Akaka Falls State Park და ყველაზე მაღალი ჩანჩქერი, შეიარეთ ადგილობრივ კაფეებში და დააგემოვნეთ საფირმო დესერტი – მაკადამიას კაკალი შოკოლადში.

სეტუბალი, პორტუგალია – რა თქმა უნდა, პორტუგალიის ყველა ქალაქს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ზაფხულში გეზი მაინც საპორტო ქალაქ სეტაბულისკან უნდა აიღოთ, სადაც ერთის მხრივ უგემრიელესი ზღვის პროდუქტით და ღვინით ისიამოვნებთ, მეორეს მხრივ კი, ულამაზესი პეიზაჟებით დატკბებით, რადგან სეტუბალო ყველა მხრიოდან ნაკრძალებშია ჩაფლული.

მალმო, შვედეთი – უსაფრთხოების და ეკოლოგიურობის თვალსაზრისით შვედეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, მით უფრო, რომ მისი ღირსშესანიშნაობები მხოლოდ სტოკჰოლმით არ ამოიწურება. გაემგზავრეთ ქვეყნის სამხრეთში, ფერმერებით განთქმულ პატარა ქალაქ მალმოში, სადაც გოლფის თამაშაც ისწავლით და მრავალრიცხოვან ბაზრობებზე ორიგინალური სუვენირების შეძენასთან ერთად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით მომზადებულ კერძებსაც დააგემოვნებთ.

ლომბოკი და ჯილის კუნძულები, ინდონეზია – თუ ბალი სერფერებისა და დაივერების სამოთხეა, მაშინ ლომბოკი იდეალური ადგილია სოლო-ტურების მოყვარულთათვის, რადგან ერთის მხრივ არაჩვეულებრივი ბუნებით დატკბებით, მეორეს მხრივ კი, არავინ შეგანწყენთ თავს ურთიერთობით, რადგან ლომბოკში მეტწილად მშვიდად დასვენების მსურველი მარტოხელა მოგზაურები იყრიან თავს.

დუბლინი, ირლანდია – მართალია, დუბლინი იშვიათად ხვდება პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებში, მაგრამ ისტორიული ღირსშესანიშნაობები და ორიგინალური მაღაზიები არც ირლანდიის დედაქალქს აკლია, ახალი ნაცნობების შეძენა კი, ყველაზე სწრაფად სწორედ დუბლინის პაბებში შეიძლება.

კიოტო, იაპონია – 1 200 წლის წინ აგებული ბუდისტური ტაძრებით და არაჩვეულებრივი პეიზაჟებით იაპონიის უძველესი დედაქალაქი – კიოტო, ნებისმიერს გააოცებს. დაივიწყეთ ჩვეული გართობა, შეიარაღდით ფოტოაპარატით  და მშვიდად შეისწავლეთ სამურაების არაჩვეულებრივი კულტურა.

ციურიხი, შვეიცარია – მართალია, ციურიხი მსოფლიოს ფინანსური ცენტრია, მაგრამ ქალაქის ძველმა ნაწილმა მაინც შეინარჩუნა რომანტიკული განწყობა თავისი გოთიკური სახლებით და ვიწრო ქუჩებით, პატარა კაფეებით, საკონდიტრო და ანტიკვარული მაღაზიებით. გარდა ამისა, ქალაქში 50-მდე მუზეუმი და უფრო მეტი სამხატვრო გალერეაა.

ნეპალი – პატარა ბუდისტური ქვეყანა საუკეთესო ადგილია საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენისთვის. მართალია, მიწისძვრამ საკმაოდ აზარალა უძველესი ტაძრები, მაგრამ საცალფეხო ბილიკები ჰიმალაის მთებში მაინც შემორჩა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მსგავს მოგზაურობაში ჩაბმა მხოლოდ სპეციალური ფიზიკური მომზადების შემდეგ შეიძლება, რადგან ქვეყანაში, რომელიც ზღვის დონიდან 100 მეტრზეა გაშენებული, სუნთქვაც საკმაოდ რთულია.

ვანკუვერი, კანადა – უცნაურია, მაგრამ მულტიკულტურულ და ხალხმარავალ ვანკუვერში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ცენტრად ითვლება, მაინც შეიძლება მშვიდად დასვენება, მით უფრო, რომ ცხოვრების დონით ქალაქი სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას მსოფლიო რეიტინგში. გაემგზავრეთ კანადაში ზაფხულში და ისიამოვნეთ გრილი ამინდით წყნარი ოკეანის სანაპიროზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები