LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმპულსი რიგას” – ქართული თეატრალური დასის წარმატება ლატვიაში

50

„თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრმა“ რიგაში ჩატარებულ ფესტივალზე „რიგის გაზაფხული 2016“ რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა. თეატრმა თიკო ქოიავას ხელმძღვანელობით ლატვიელ მაყურებელს წარუდგინა თავისი ბოლო ქორეოგრაფიული დადგმა „იმპულსი“ და მოიპოვა რიგი ნომინაციის და სპეციალური პრიზის ლაურეატობა. პროექტი „იმპულსი რიგას“  ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის განვითარების ფონდ „ტრიუმფის“ მხარდაჭერით.

კონკურს-ფესტივალი „რიგის გაზაფხული“-ს ორგანიზატორია ლატვიის ბავშვთა და ახალგაზრდული საერთაშორისო საზოგადოება „ივენტუსი“, რომელიც ამ ფესტივალს მეთორმეტეჯერ ატარებს. წელს ფესტივალი უმასპინძლა 20 ქვეყნის წარმომადგენელს, სულ 500-მდე მონაწილეს.

ფესტივალი ცნობილია თავისი მაღალი დონით როგორც საორგანიზაციო მხრივ, ასევე საერთაშორისო ჟიურის წევრების შემადგენლობით (აშშ, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, იაპონია, რუსეთი, ყაზახეთი, ჩინეთი).

პროექტი „იმპულსი რიგას“ მიზანი – “თიკო ქოიავას თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრისა” და მისი გახმაურებული დადგმის „იმპულსი“-ს წარდგენა ფართო მაყურებლისა და კომპეტენტური ჟიურის წინაშე და კონკურსში გამარჯვება – მიღწეულია. თეატრი სამშობლოში ბრუნდება შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებული:

  • ფოლკლორი – 1 ადგილი, ოქროს მედალი
  • მოდერნი – 1 ადგილი, ოქროს მედალი
  • ქორეოგრაფია – 1 და მე-2 ადგილი, ოქროს და ვერცხლის მედალი, და, რაც მთავარია –
  • სპეციალური პრიზი – საუკეთესო საცეკვაო ჯგუფი.

ამასთან, თეატრის ქორეოგრაფმა თიკო ქოიავამ ჩაატარა მასტერ-კლასი ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა – ფესტივალის მონაწილეებმა.

კონკურს-ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალს და გალა-კონცერტს დაესწრო ლატვიაში საქართველოს  საელჩოს თანამშრომლები, რომლებმაც გულითადი მოლოცვა და თანადგომა გამოხატეს დასის მიმართ.

ამასთან,  თეატრმა მიიღო საგასტროლო ტურნეს შეთავაზება მიმდინარე წლის დეკემბერში ლატვიის 3 ქალაქში, სადაც სავარაუდოდ წარადგენს თავის ახალ დადგმას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები