LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინახულეთ საქართველო: ზაზა ფაჩულია მსოფლიოს საქართველოში ინვესტირებისკენ მოუწოდებს (ვიდეო)

123

ცნობილი ქართველი კალათბურთელი მსოფლიო საზოგადოებას საქართველოს მონახულებას ურჩევს. ამასთან, ზაზა ფაჩულია მათ ჩვენს ქვეყანაში ინვესტირებისკენაც მოუწოდებს. ამის შესახებ კალათბურთელმა ერთ-ერთი ამერიკული მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ფაჩულიამ ვრცელი კომენტარი გააკეთა ALL STAR-ის ხმის მიცემის პროცესში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე.

”საქართველოში უყვართ და გულშემატკივრობენ კალათბურთს. ეს არის პატარა ქვეყანა დიდი ისტორიით, რომელიც იმსახურებს მეტ ყურადღებას მსოფლიო საზოგადოების მხრიდან. როდესაც საქართველოს მასშტაბის ქვეყანა ასე ერთვება ALL STAR-ის ხმის მიცემის პროცესში, ის იმსახურებს სტუმრობას და თუნდაც ინვესტირებას, რადგან განსაკუთრებული ქვეყანაა”, – აღნიშნა ცნობილმა კალათბურთელმა.

ფაჩულიას თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა ქართველებს დიდი გული აქვთ და სწორედ ამით არის ის გამორჩეული. ამასთან, ქვეყანამ გადაიტანა უამრავი ომი და სირთულე, მიუხედავად ამისა, ის მსოფლიო რუკაზე დღემდე შემორჩა. ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო, ზაზა ფაჩულია მიიჩნევს, რომ საქართველოს როგორც ტურისტული, ისე საინვესტიციო პოტენციალით უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდნენ დანარჩენ მსოფლიოში.

ზაზა ფაჩულია მსოფლიო უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში წლებია ასპარეზობს. წელს ის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში „გოლდენ სტეიტში“ გადავიდა და სასტარტო ხუთეულის წევრია. დიდი შანსია, რომ ზაზა გახდეს პირველი ქართველი, რომელიც ნბა-ს მოიგებს. მანამდე კი ის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩში მონაწილეობისთვის იბრძვის, რისთვისაც გულშემატკივართა მაქსიმალური რაოდენობის ხმების მოგროვებაა საჭირო.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/silknet/videos/1302927403087143/?hc_ref=NEWSFEED” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები