LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინციდენტი ბათუმის მეცხრე საარჩევნო უბანზე – ოპოზიცია ამომრჩეველზე ზეწოლას აპროტესტებს [ვიდეო]

54

ბათუმის მეცხრე საარჩვენო უბანზე ცოტა ხნის წინ მცირე  ინციდენტი მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, “ქართული ოცნების” აქტივისტები საარჩევნო უბნის გარეთ, ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებენ. კერძოდ, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” განმარტავს, რომ ავტომობილებში მობილიზებული აქტივისტები ფულით ცდილობენ ამომრჩევლის მოსყიდვას, ასევე ადგილზე იმყოფებიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ ხმის მისაცემად მისულ ადამიანებზე.

მომხდარ ფაქტზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაწერეს საჩივარი, რასაც უბანზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირება შეხლა-შემოხლაშიც გადაიზარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველებიც. უბანზე იმყოფებოდა  აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძეც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები