LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინციდენტი ხაშურის სასამართლოში – პატიმარმა ბადრაგი მძევლად აიყვანა

33

ხაშურის რაიონულ სასამართლოში პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა, მძევლად აიყვანა და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ფულს და ტრანსპორტს მოითხოვდა. ინციდენტი გუშინ მოხდა, რა დროს არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი – განსასჯელი რამაზ ფირცხელაურია, რომელსაც ყაჩაღობა ედება ბრალად. სიტუაცია მალევე განიმუხტა – პატიმარი, რომელმაც ბადრაგი მძევლად აიყვანა, ციხეშია დაბრუნებული.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, პატიმარს გაქცევის მცდელობა ჰქონდა, რაც მალევე აღიკვეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები