LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა ნიკ ჯონასს მიჰყვება ცოლად

332

ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა თხოვდება. მისი რჩეული ამერიკელი მუსიკოსი ნიკ ჯონასია.

როგორც მედია წერს, წყვილი ორთვიანი რომანის შემდეგ, საიდუმლოდ დაინიშნა. ეს კი ლონდონში მოხდა, სადაც პრიანკამ და ნიკმა აქ ბოლივუდელი მსახიობის 36 წლის იუბილე აღნიშნეს.

ნიკი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და მუსიკალური პროდიუსერია. თეატრში თამაში ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში დაიწყო, პირველი სინგლი კი 2002 წელს გამოუშა.

პრიანკა ჩოპრა ინდოელი მსახიობი, მომღერალი და ფოტომოდელია. ის ასევე მის მსოფლიო 2000-ის გამარჯვებულია. 2015 წლიდან თამაშობს მთავარ როლს ამერიკულ სერიალში კუანტიკო. არის Filmfare Awards-ისა და სხვა კინემატოგრაფიაში არსებული ჯილდოების მფლობელი. 2016 წელს მიიღო ინდოეთის სახელმწიფო ჯილდო პადმა შრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები