LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოელი ტურისტები ამბობენ, რომ სტრიპტიზბარში ფული გამოსძალეს

71

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ინდოელი ტურისტის მიმართვის საფუძველზე ერთი პირი დააკავა. გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო. ტურისტები სტრიპტიზბარ DOLLS-ის თანამშრომლებს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ.

ინდოელები ყვებიან, რომ მათ 2 ბოთლი ლუდი შეუკვეთეს, ოფიციანტმა კი, შამპანურიც მიუტანა, რომელიც არ შეუკვეთავთ. შამპანურის მიტანის პროცესს კლუბის თანამშრომელი მობილური ტელეფონით იღებდა. ტურისტებმა ანგარიში მოითხოვეს. ქვითარზე 3 636 ლარი იყო მითითებული. მათ თანხა გააპროტესტეს. ინდოელები ოთახში გაიყვანეს, ძალის გამოყენებით და მუქარით ჯიბეებიდან პირადი ნივთები ამოალაგებინეს, ბარათიდან 3 636 ლარი მოუხსნეს, ნაღდი ფული – 200 ლარი და 500 არაბული დირჰემი წაართვეს.

გიდი, რომელიც მათ პოლიციაში ახლდა, ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.

ღამის კლუბთან მდებარე მაღაზიების თანამშრომლებიც ამბობენ, რომ სტრიპტიზბარიდან გამოსულ უკმაყოფილო ტურისტებს ძალიან ხშირად ხედავენ.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ინდოელებთან შეხვედრას გეგმავენ.

 

წყარო “იმედი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები