LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში ბიჭს სელფის გადაღების დროს მატარებელი დაეჯახა

97

ინციდენტი ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში მოხდა. ვიდეოზე ჩანს, რომ რკინიგზასთან ახლოს ახალგაზრდა დგას, რომელიც ტელეფონში იყურება და სელფი-ვიდეოს იღებს, ამ დროს კი მას მატარებელი უახლოვდება. ვიდეოზე ისმის, რომ მას ეძახიან, მოშორდეს ლიანდაგს, მაგრამ ბიჭმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხო ადგილას იდგა.

მატარებელი რამდენიმე წუთი ასიგნალებდა, თუმცა ბიჭმა ყურადღება მაინც არ მიაქცია. დაჯახების შემდეგ, ახალგაზრდა მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა.

https://www.youtube.com/watch?v=Q9O7FyfySZo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები